Wednesday, May 29, 2019

     
    ახალ სასწავლო წელს კვლავ განახლდა წაკითხული კლასგარეშე ლიტერატურის პრეზენტაციები. დღეს თვალნათლივ დავინახე თანდათან როგორ ჩამოუყალიბდა  ბავშვებს პრეზენტატორისთვის აუცილებელი ის უნარჩვევები, როგორიცაა მთავარისა და მეორეხარისხოვანის გამიჯვნა, საკუთარი მოსაზრების მკაფიოდ და ნათლად ჩამოყალიბება, აუდიტორიასთან კონტაქტი. გაიზარდა ინტერესებიც, კითხულობენ სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებებს. დღეს აღმოჩნდა, რომ უმრავლესობამ გასული ორი კვირის განმავლობაში უპირატესობა საინფორმაციო ტექსტების კითხვას მიანიჭა.
































  გარდა იმისა,რომ დღევანდელ სამუშაო შეხვედრაზე მრავალფეროვანი ლიტერატურა იქნა წარმოდგენილი, დიდი მონდომებითა და ინტერესით ვიმუშავეთ წერითი უნარების განვითარებაზე. გამოვიყენეთ პოსტერი ,,ამბის პირამიდა''. წარმოდგენილი მოთხრობები იყო მრავალფეროვანი და ორიგინალური. მუშაობა წარიმართა წყვილებში.







Tuesday, May 21, 2019

კვლავ აგრძელებენ ჩემი ყოჩაღები კლასგარეშე ლიტერარურის კითხვასა და პრეზენტაციებს. დიდი გატაცებით გვიამბობენ მათთვის საინტერესო დეტალებზე.















Friday, May 10, 2019


თანდათან კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდა ჩვენი საკითხავი ლიტერატურა. იზრდება ინტერესი ბერძნული მითოლოგიის მიმართ. გამოჩნდა სათავგადასავლო ლიტერატურაც.
















Friday, April 19, 2019



კლუბის ,,ციცინათელები'' წევრებმა გააკეთეს საკუთარი პორტფოლიოების პრეზენტაცია. ისაუბრეს მათთვის განსაკუთრებით საინტერესო მოთხრობებზე და მოაწყვეს სახალისო ვიქტორინა,რაც უკვე წაკითხულ და განხილულ ნაწარმოებებს შეეხებოდა.