თანამშრომლობა კოლეგებთან

                               მიმდინარე წლის პირველ სემესტრში ჩემივე სკოლის კოლეგების  თხოვნით და საკუთარი გამოცდილების გაზიარების მიზნით ორგანიზება გავუკეთე კოლეგებთან  სამუშაო შეხვედრებს .
                                  სამუშაო შეხვედრის რეფლექსია
შეხვედრის ორგანიზატორი: ჩოხატაურის ნ.მარის სახეობის N1 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების წამყვანი პედაგოგი ირმა კუჭავა.
ჩატარების ადგილი: ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლა.
შეხვედრების რაოდენობა და თარიღი: განხორციელდა 4 შეხვედრა.
                                                                      I-შეხვედრა: 18.10.2018
                                                                     II-  შეხვედრა: 25. 10. 2018
                                                                     III- შეხვედრა: 01.11.2018
                                                                     IV-შეხვედრა: 08. 11.2018
მონაწილე პედაგოგების რაოდენობა: I-შეხვედრა: 11 პედაგოგი
                                                                     II-  შეხვედრა: 11 პედაგოგი
                                                                     III- შეხვედრა: 11 პედაგოგი
                                                                     IV-შეხვედრა: 10 პედაგოგი
შეხვედრების თემა: რა არის სამოდელო გაკვეთილი;როგორ დავგეგმოთ  სამოდელო გაკვეთილები.
შეხვედრის მიზნები:
I-შეხვედრა:პედაგოგები გაეცნობიან: სამოდელო გაკვეთილის ძირითად მახასიათებლებს; განიხილავენ ინტეგრირებულ გაკვეთილს; გაეცნობიან ინტეგრირებული გაკვეთილის რამდენიმე ნიმუშს და მიღებულ გამოცდილებას გამოიყენებენ საკუთარ პრაქტიკაში.
II-  შეხვედრა: პედაგოგები გაეცნობიან პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილის დაგეგმვის ტექნიკას;განიხილავენ პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილის ციკლს;  გაკვეთილების ნიმუშებს და მიღებულ გამოცდილებას გამოიყენებენ საკუთარ პრაქტიკაში.
  III- შეხვედრა: პედაგოგები გაეცნობიან ინოვაციური და გამჭოლი კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული გაკვეთილების დაგეგმვას; განიხილავენ გაკვეთილების ნიმუშებს და მიღებულ გამოცდილებას გამოიყენებენ საკუთარ პრაქტიკაში.
 IV-შეხვედრა: წინა შეხვედრებზე მიღებული ცოდნისა და გამოცდილების თანახმად,  მონაწილეთა მიერ დაგეგმილი გაკვეთილების გეგმების დემონსტრირება, განხილვა,მსჯელობა და გამოცდილების გაზიარება.
პრობლემა: მიუხედავად იმისა,რომ მონაწილე პედაგოგები უფროსი მასწავლებლები გახლდათ,არ ჰქონდათ სამოდელო გაკვეთილების დაგეგმვის გამოცდილება. შესაბამისად არც იცნობდნენ სამოდელო გაკვეთილების ტიპებს.ზემოთთქმულიდან გამომდინარე ვერ ატარებენ წინსვლისთვის საჭირო გაკვეთილებს და ისინი მიიჩნევდნენ,რომ წარმატებული პრაქტიკის გაზიარება და პროფესიული დიალოგი მათთვის მოტივატორი  და წარმატების წინაპირობა იქნება.
I-შეხვედრა დაიწყო განსაზღვრულ დროს,რომელსაც ესწრებოდა 11 პედაგოგი.წინასწარ გამზადებულ საპრეზენტაციო მასალაზე დაყრდნობით ვისაუბრე სამოდელო გაკვეთილის ზირითად მახასიათებლებზე, ინტეგრირებულ გაკვეთილზე. განვიხილე საკუთარი გაკვეთილის გეგმა. ისაუბრეს პედაგოგებმაც. აღნიშნეს,რომ სურთ დაგეგმონ ეფექტური გაკვეთილები არა მარტო იმისთვის, რომ კარიერულ წინსვლაზე იფიქრონ, არამედ, პირველ რიგში, მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად და  სწავლა-სწავლების ხარისხის ასამაღლებლად.შეხვედრის დასასრულს დაურიგდათ წინასწარ მომზადებული საკითხავი მასალა და გეგმის ნიმუშები.
II-  შეხვედრა დავიწყე მიზნის გაცნობით.ვისაუბრე თუ როგორ უნდა ჩამოვაყალიბოთ პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილის იდეა; რა უნდა გაითვალისწინოს მასწავლებელმა პრობლემაზე ორიენტირებული სწავლების დაგეგმვისთვის; განვიხილეთ სწავლების ციკლი,რაც ხელს უწყობს იმას,რომ ბავშმა მოახერხოს პრობლემის იდენტიფიცირება,მისი გადაჭრისთვის იდეების ჩამოყალიბება; გადაწყვეტილებების მიღება და გაზიარება.ვისაუბრეთ იმაზეც,რომ თუ როგორი და რა ფორმით უნდა გაეწიოს მოსწავლეებს დახმარება  შეფერხების შემთხვევაში. განვიხილე საკუთარი გაკვეთილის გეგმა, ვისაუბრეთ გეგმაში არსებული აქტივობების მიზანთან შესაბამისობაზე და შედეგზე.  დასასრულს მონაწილე პედაგოგებმა აღნიშნეს,რომ საკმაოდ რთული ეგონათ ამგვარი ტიპის გაკვეთილის დაგეგმვა. თურმე არც ისე რთული ყოფილა იდეის ჩამოყალიბება და მოსწავლეთა წინაშე  გადასაჭრელი პრობლემის წარდგენა. შეხვედრის დასასრულს დაურიგდათ წინასწარ მომზადებული საკითხავი მასალა და გეგმის ნიმუშები საკუთარი პრაქტიკის გაიოლების მიზნით.
III- შეხვედრაც რა თქმა უნდა მიზნის გაცნობით დავიწყე. პედაგოგებმა წინასწარ ისაუბრეს და გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები გამჭოლი კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული და ინოვაციური გაკვეთილების შესახებ.თუ რამდენად მოსახერხებელია და რა სირთულეებთანაა დაკავშირებული ასეთი ტიპის სამოდელო გაკვეთილების ჩატარება.
            საპრეზენტაციო მასალაზე დაყრდნობით ვისუბრე,თუ როგორ ხდება აღნიშნული ტიპის გაკვეთილების იდეის ჩამოყალიბება,ვისაუბრეთ იმაზეც,რომ უმნიშვნელოვანესია  რესურსებისა და სხვა ვიზუალური მასალების შერჩევა,რაც განაპირობებს გაკვეთილის ეფექტიანობას.  დეტალურად განვიხილეთ სხვადასხვა საგანში შატარებული ამგვარი ტიპის გაკვეთილები.მონაწილეებმა ისაუბრეს საკუთარი სასწავლო დისციპლინების თავისებურებებზე. გაკვეთილის გეგმების განხილვის შემდეგ  აღნიშნეს,რომ კარგად გაიგეს როგორ უნდა დაიგეგმოს სხვადასხვა კომპეტენციების განვითარებაზე მორგებული გაკვეთილები. რაც შეეხება ინოვაციურ გაკვეთილებს,მიაჩიათ,რომ გაცილებით მეტი დრო და ფიქრი დასჭირდება ამგვარი ტიპის გაკვეთიების დაგეგმვას.თუმცა რთული და შეუძლებელი არც ესაა.
IV-შეხვედრა შეიძლება ითქვას,რომ იყო შემაჯამებელი,სადაც მონაწილე პედაგოგებმა წარმოადგინეს მათ მიერ დაგეგმილი გაკვეთილები. ეს შეხვედრა იმით იყო გამორჩეული,რომ მიმდინარეობდა მსჯელობა,პედაგოგები ერთმანეთს უზიარებდნენ მოსაზრებებს,აძლევდნენ რეკომენდაციებს.აქვე მიიღეს გადაწყვეტილება,რომ უკვე გადამუშავებული გეგმებით ჩაატარებენ გაკვეთილებს და დაწერენ რეფლექსიებს.
         შეაფასეს აგრეთვე სამუშაო შეხვედრები და აღნიშნეს,რომ გარდა თეორიული ცოდნისა ამ შეხვედრებმა დაარწმუნა პედაგოგები საკუთარ შესაძლებლობებში და აღუძრა წინსვლის ინტერესი და შემატა მოტივაცია.
                 როგორც ორგანიზატორი საკუთარ თავსაც დავუსვი კითხვები შეხვედრების ეფექტურობის დადგენის მიზნით:
1.    მიწოდებული ინფორმაცია იყო თუ არა სრულყფილი და ამომწურავი?
         მიმაჩნია,რადგან ყოფელთვის იყო მიზანი ფორმულირებული,
ვიზუალიზაციის მიზნით მქონდა მიზნის შესაბამისი პრეზენტაციები და დეტალურად მიმოვიხილეთ გაკვეთილების გეგმები.თითოეული შეხვედრის შემდეგ დავურიგე საკითხავი მასალა,რაც მათ საშუალებას აძლევდა ინდივიდუალურადაც დაემუშავებინათ მასალა. როგორც კოლეგები აღნისნავდნენ თემები იყო მორგებული მათ საჭიროებებს.
2.    რა იყო შეხვედრების ძლიერი მხარე?
         ძლიერ მხარედ შეიძლება ჩაითვალოს ის,რომ თავად ვიყავი აღნიშნული ტიპის გაკვეთილების ავტორი,რაც საშუალებას მაძლევდა კითხვებზე პასუხები ყოფილიყო ამომწურავი,დამაჯერებელი და კომპეტენტური.უკვე წარმატებამიღწეული(წამყვანი)პედაგოგი ერთგვარად ზრდიდა კოლეგების ინტერესსაც და მატებდა მათ წინსვლისთვის მოტივაციას.

კოლეგებს ყოველი შეხვედრის შემდეგ ვავსებინებდი შეფასების ფურცელს, რომლის საფუძველზე განვსაზღვრე ცალ-ცალკე:
·         შეხვედრების პროდუქტიულობა;
·         მიღებული გამოცდილების მიღება-გაზიარება;
·         გამოყენება-დანერგვა.


შეხვედრების  უკუკავშირისთვის
შეხვედრების
პროდუქტიულობა
11



გაზიარება
11
3


დანერგვა
9
2
1

Text Box: ნაწილობრივText Box: დიახText Box: არაText Box: არ შეავსო



                              
                       კითხვები მასწავლებელთა რეფლექსიისთვის:

v  რა იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი და ახალი ამ შეხვედრაზე. 

v  როგორ გამოვიყენე მიღებული გამოცდილება.

                           
                                                                                             შეხვედრის ორგანიზატორი: ი.კუჭავა
                                                                                                                                               12.11.2018







        









        კოლეგებთან სამუშაო შეხვედრების ორგანიზება


შეხვედრათა რაოდენობა
ორგანიზატორი
შეხვედრის თარიღი, დრო
თემა
შეხვედრის მიზანი
მონაწილე პედ. რ -ბა



I
შეხვედრა




ირმა კუჭავა




18.10.2018
რა არის სამოდელო გაკვეთილი;
როგორ დავგეგმოთ  სამოდელო გაკვეთილი.
პედაგოგები გაეცნობიან: სამოდელო გაკვეთილის ძირითად მახასიათებლებს; განიხილავენ ინტეგრირებულ გაკვეთილს; გაეცნობიან ინტეგრირებული გაკვეთილის რამდენიმე ნიმუშს და მიღებულ გამოცდილებას გამოიყენებენ საკუთარ პრაქტიკაში.




11






II
შეხვედრა







ირმა კუჭავა







25. 10. 2018

როგორ დავგეგმოთ სამოდელო გაკვეთილები
პედაგოგები გაეცნობიან
პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილის დაგეგმვის ტექნიკას;განიხილავენ პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილის ციკლს,გაკვეთილების ნიმუშებს და მიღებულ გამოცდილებას გამოიყენებენ საკუთარ პრაქტიკაში.





11


III
შეხვედრა



ირმა კუჭავა


 01.11.2018
როგორ დავგეგმოთ სამოდელო გაკვეთილები
პედაგოგები გაეცნობიან ინოვაციური და გამჭოლი კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული გაკვეთილების დაგეგმვას; განიხილავენ გაკვეთილების ნიმუშებს და მიღებულ გამოცდილებას გამოიყენებენ საკუთარ პრაქტიკაში.

11


IV
შეხვედრა



ირმა კუჭავა


08. 11.2018
როგორ დავგეგმოთ სამოდელო გაკვეთილე
ბი
წინა შეხვედრებზე მიღებული ცოდნისა და გამოცდილების თანახმად,  მონაწილეთა მიერ დაგეგმილი გაკვეთილების გეგმების დემონსტრირება, განხილვა,მსჯელობა და გამოცდილების გაზიარება.



10

No comments:

Post a Comment