მორიგი შეხვედრის მთავარი პერსონაჟები ნაცვალსახელები იყო. ერთმანეთისაგან უკეთ გამიჯნეს პირის, კუთვნილებისა და ჩვენებითი ნაცვალსახელები. მათი გამოყენებით შეადგინეს წინადადებები და შეასრულეს აქტივობა ,, დაკარგული სიტყვები''.
ჩვენი მორიგი შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა. მოთხრობის ჩარჩოზე დაყრდნობით საინტერესო და ორიგინალური ტექსტები შექმნეს ჩემმა მე-4 კლასელებმა: ,, რომანტიკოსი თაგვი'', ,,მეგობრობა'', ,,ერთი ბიჭის ამბავი'', ,,ბებია და შვილიშვილი'' და ა.შ. როგორც ბავშვებმა აღნიშნეს ძალიან მოეწონათ მეწყვილეებთან თანამშრომლობა.
დღევანდელი დღეც მეტყველების ნაწილების ამოცნობას მიეძღვნა. მეცადინეობა ბავშვების საყვარელი თამაშით დავასრულეთ. როგორც ბავშვებმა აღნიშნეს ძალიან მოსწონთ თამაშით სწავლა.
ჩოხატაურის
რაიონის აკდ.ნ.მარის სახელობის N1 საჯარო სკოლის
დ ა ხ ა ს ი ა თ ე ბ ა :
საწრეო მუშაობა გათვალისწინებულია
მე-4 კლასის მოსწავლეთათვის,რომელიც წარიმართება 2019 წლის 15 იანვრიდან 11 ივნისის ჩათვლით. მეცადინეობა ჩატარდება
ყოველი კვირის სამშაბათ დღეს მეექვსე გაკვეთილზე და მისი ხანგრძლივობა იქნება 45 წთ.
შესაბამისად კურსი გაგრძელდება 21 აკადემიურ საათს.
საწრეო
მუშაობის მიზანია: ესგ-ის მიხედვით შესწავლილი
თეორიული მასალის პრაქტიკულად გამოყენება წერითი და ზეპირი მეტყველების დროს; სწორი
და დახვეწილი მეტყველების უნარის განვითარება; ლექსიკური მარაგის გამდიდრება; მარცვალი,
სიტყვა ,წინადადება;მეტყველების ნაწილები; რიცხვითი სახელი და მასთან დაკავშირებული მართლწერის
საკითხები; სიტყვის გადატანა; მრავლის აღმნიშვნელი სიტვები და მასთან დაკავშირებული
მართლწერის საკითხები; სინონიმები და ანტონიმები; არსებითი სახელის ბრუნება; ზმნის
უღლება; ნაცვალსახელი; კუმშვა; კვეცა; მიმართვა; გაპიროვნება; მხატვრული და საინფორმაციო
ტექსტების გაგება-გააზრება; ლოგიკური აზროვნების, წერითი მეტყველებისა და სოციალური
უნარების განვითარება.
გამოყენებული
მეთოდები:
·
სინონიმთა და ანტონიმთა წრე;
·
იპოვე შენი სახლი;
·
მხიარული ბანქო;
·
ამოხსენი კროსვორდი;
·
დაკარგული სიტყვები;
·
,,დავხატოთ- აღვწეროთ- დავწეროთ.’’
·
სიტყვების აწყობა;
·
რ ა ფ თ
საწრეო მუშაობის
ხელმძღვანელი დაწყებითი კლსების წამყვანი
პეაგოგი: ირმა კუჭავა
2018-2019 სასწ. წელი
წრის
,,ჩვენი ქართული
- სიტყვაქარგული’’ შეხვედრების
განრიგი
2018-2019 სასწ. წელი
II- სემესტრი
N
|
თემა
|
რიცხვი
|
რესურსი
|
1
|
საწრეო მუშაობის
მიზნის გაცნობა;
მარცვალი , სიტყვა,
წინადადება.
,,მხიარული ბანქო’’.
|
15.01
|
დაფა
ცარცი;
ფერადი ბარათები.
|
2
|
თხრობითი, კითხვითი
და ბრძანებითი წინადადება.
|
20.01
|
სამუშაო რვეულები;
დაფა;
ცარცი.
|
3
|
სიტყვის გადატანა.
|
29.01
|
სამუშაო რვეულები;
წყვილებში სამუშაო
ტექსტები შეცდომებით გადატანილი სიტყვებით.
|
4
|
სიტყვის გადატანა.
|
05.02
|
სამუშაო რვეულები;
წყვილებში სამუშაო
ტექსტები შეცდომებით გადატანილი სიტყვებით.
|
5
|
სინონიმები და ანტონიმები.
|
12.02
|
ინდივიდუალური ტესტები.
|
6
|
ქართული სიტყვის
ოსტატების აუდიო მასალის მოსმენა და მუშაობა ტექსტის -ლექსის-მხატვრულად წაკითხვაში.
ენის გასატეხების
სწორად და სწრაფად კითხვა.
|
19.02
|
აუდიო მასალა;
ინდივიდუალურად
საკითხავი ენის გასატეხები.
|
7
|
მუშაობა მხატვრული
ტექსტის შექმნაზე მოთხრობის რუკის გამოყენებით.
ტექსტის აღდგენა
- ,,დაკარგული სიტყვები’’
|
26.02
|
ინდივიდუალური ტესტები.
|
8
|
არსებითი სახელი.
არსებითი სახელის
ბრუნება.
|
05.03
|
დაფა;
სამუშაო რვეულები.
|
9
|
ზმნა.
ზმნის უღლება.
|
12.03
|
დაფა;
სამუშაო რვეულები.
|
10
|
ზედსართავი სახელი
|
19.03
|
წყვილებისთვის
სამუშაო ტესტები.
|
11
|
მხატვრული ტექსტის
შექმნა სიტყვის პირამიდის გამოყენებით.
რ ა ფ თ
|
26.03
|
სამუშაო რვეულები.
|
12
|
რიცხვითი სახელი.
|
02.04
|
დაფა;
ცარცი;
სამუშაო რვეულები.
|
13
|
შესწავლილი მეტყველების
ნაწილების პოვნა.
,,იპოვე შენი სახლი’’.
|
09.04
|
დაფა; ცარცი;
ბარათები.
|
14
|
მარტივი დარგობრივი
საინფორმაციო ტექსტის შექმნა
|
16.04
|
თაბახის ფურცლები;
ფლიპჩარტი.
|
15
|
საინფორმაციო ტექსტის
გაგება-გააზრება.
|
23.04
|
ინდივიდუალურად
სამუშაო ტესტები.
|
16
|
რიცხვითი სახელი
და მასთან დაკავშირებული მართლწერის საკითხები.
|
04.05
|
დაფა;
ცარცი;
სამუშაო რვეულები.
|
17
|
გაპიროვნება
მცირე ზომის მხატვრული ტექსტის შექმნა - დავხატოთ-აღვწეროთ-დავწეროთ;
|
14.05
|
ფერადი ფანქრები;
თაბახის ფურცლები.
|
18
|
მუშაობა ლოგიკური
აზროვნების უნარის განვითარებაზე.
|
21.05
|
ინდივიდუალური ტესტები.
|
19
|
მუშაობა ლექსიკური
მარაგის გამდიდრებაზე.
|
28.05
|
ინდივიდუალური ტესტები.
|
20
|
მიმართვა და მასთან
დაკავშირებული მართლწერის საკითხები.
|
04.06
|
სამუშაო რვეულები;
დაფა;ცარცი.
|
21
|
კუმშვა , კვეცა.
მხატვრული ტექსტის
გაგება-გააზტება.
|
11.06
|
დაფა;
ცარცი;
ინდივიდუალური ტესტები.
|
გაიმართა ქართული ენის წრის ,,ჩვენი ქართული - სიტყვაქარგული'' მორიგი შეხვედრა. დღევანდელი მეცადინეობა მიზნად ისახავდა შესწავლილი მეტყველების ნაწილების პოვნას. დიდი ხალისით ითამაშეს ,,იპოვე შენი სახლი''.
დღევანდელი წრის მუშაობის მიზანი სინონიმები და ანტონიმები იყო. შეხვედრის დასკვნით ეტაპზე ითამაშეს ,,სინონიმთა და ანტონიმთა წრე''. ბოლოს კი ძალიან საინტერესო დასკვნა გააკეთეს: ,, თუ ბევრ წიგნს წავიკითხავთ, ბევრი სიტყვა გვეცოდინება და აღარ გაგვიჭირდება თამაში''. იმედი მაქვს ეს ,,აღმოჩენა'' აისახება ჩემი პატარების დაინტერესებაზე და მეტი მონდომებით შევუდგებით ლექსიკის დახვეწასა და გამდიდრებას.
დღევანდელი წრის მეცადინეობა გადატანის წესებსა და მათ პრაქტიკულ მნიშვნელობას მიეძღვნა.
ძალიან იხალისეს ჩემმა მეოთხეკლასელებმა წრის მეცადინეობაზე.
No comments:
Post a Comment