თანდათან იხვეწება ჩემი ,,ციცინათელების'' გემოვნება. სხვადასხვა ჟანრის ლიტერატურას სიამოვნებით ეცნობიან და კლასის წინაშე პრეზენტაციებს აწყობენ: საუბრობენ რა მოეწონათ,რას შეცვლიდნენ და რატომ ურჩევენ მეგობრებს მის წაკითხვას. ისინი სკოლის ბიბლიოთეკის აქტიური მკითხველები გახდნენ.
Thursday, March 28, 2019
დღევანდელი მეცადინეობა სახალისო მათემატიკას მივუძღვენით. ჩვენი მიზნი იყო სწავლა თამაშით. მიზანს მივაღწიეთ კიდეც - ჩემი პატარები გაერთნენ და ამავე დროს სწრაფი და სწორი ანგარიშის უნარის განვითარებაზეც ვიზრუნეთ.
Tuesday, March 19, 2019
გაიმართა ქართული ენის წრის ,,ჩვენი ქართული - სიტყვაქარგული'' მორიგი შეხვედრა. დღევანდელი მეცადინეობა მიზნად ისახავდა შესწავლილი მეტყველების ნაწილების პოვნას. დიდი ხალისით ითამაშეს ,,იპოვე შენი სახლი''.