ახალ სასწავლო წელს კვლავ განახლდა წაკითხული კლასგარეშე ლიტერატურის პრეზენტაციები. დღეს თვალნათლივ დავინახე თანდათან როგორ ჩამოუყალიბდა ბავშვებს პრეზენტატორისთვის აუცილებელი ის უნარჩვევები, როგორიცაა მთავარისა და მეორეხარისხოვანის გამიჯვნა, საკუთარი მოსაზრების მკაფიოდ და ნათლად ჩამოყალიბება, აუდიტორიასთან კონტაქტი. გაიზარდა ინტერესებიც, კითხულობენ სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებებს. დღეს აღმოჩნდა, რომ უმრავლესობამ გასული ორი კვირის განმავლობაში უპირატესობა საინფორმაციო ტექსტების კითხვას მიანიჭა.
გარდა იმისა,რომ დღევანდელ სამუშაო შეხვედრაზე მრავალფეროვანი ლიტერატურა იქნა წარმოდგენილი, დიდი მონდომებითა და ინტერესით ვიმუშავეთ წერითი უნარების განვითარებაზე. გამოვიყენეთ პოსტერი ,,ამბის პირამიდა''. წარმოდგენილი მოთხრობები იყო მრავალფეროვანი და ორიგინალური. მუშაობა წარიმართა წყვილებში.