Saturday, March 30, 2019

თანდათან იხვეწება ჩემი ,,ციცინათელების'' გემოვნება. სხვადასხვა ჟანრის ლიტერატურას სიამოვნებით ეცნობიან და კლასის წინაშე პრეზენტაციებს აწყობენ: საუბრობენ რა მოეწონათ,რას შეცვლიდნენ და რატომ ურჩევენ მეგობრებს მის წაკითხვას. ისინი სკოლის ბიბლიოთეკის აქტიური მკითხველები გახდნენ.











Thursday, March 28, 2019

დღევანდელი მეცადინეობა სახალისო მათემატიკას მივუძღვენით. ჩვენი მიზნი იყო სწავლა თამაშით. მიზანს მივაღწიეთ კიდეც - ჩემი პატარები გაერთნენ და ამავე დროს სწრაფი და სწორი ანგარიშის უნარის განვითარებაზეც ვიზრუნეთ.









Tuesday, March 19, 2019


გაიმართა ქართული ენის წრის ,,ჩვენი ქართული - სიტყვაქარგული'' მორიგი შეხვედრა. დღევანდელი მეცადინეობა მიზნად ისახავდა  შესწავლილი მეტყველების ნაწილების პოვნას.  დიდი ხალისით ითამაშეს ,,იპოვე შენი სახლი''. 

Tuesday, February 26, 2019

            დღევანდელი წრის მუშაობის მიზანი სინონიმები და ანტონიმები იყო. შეხვედრის დასკვნით ეტაპზე ითამაშეს ,,სინონიმთა და ანტონიმთა წრე''.  ბოლოს კი  ძალიან საინტერესო დასკვნა გააკეთეს: ,, თუ ბევრ წიგნს წავიკითხავთ, ბევრი სიტყვა გვეცოდინება და აღარ გაგვიჭირდება თამაში''. იმედი მაქვს ეს ,,აღმოჩენა'' აისახება ჩემი პატარების დაინტერესებაზე  და მეტი მონდომებით შევუდგებით ლექსიკის დახვეწასა და გამდიდრებას.


Wednesday, February 20, 2019

     დღეს ციცინათელების კლუბში ძალიან საინტერესო პრეზენტაციები გვქონდა. ჩემი პატარები გაიზარდნენ და სერიოზული ლიტერატურის წაკითხვა და განხილვა დაიწყეს.





დავიწყეთ ოსკარ უაილდის შემოქმედების გაცნობა - წავიკითხეთ ,,ბედნიერი უფლისწული''. სევდიანმა ზღაპარმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ბავშვებზე და მე კი სიამოვნებით  ვიმოგზაურე ბავშვობაში...

Tuesday, February 19, 2019

დღევანდელი წრის მეცადინეობა გადატანის წესებსა და მათ პრაქტიკულ მნიშვნელობას მიეძღვნა.


Tuesday, February 5, 2019

ძალიან იხალისეს ჩემმა მეოთხეკლასელებმა წრის მეცადინეობაზე.