Friday, May 10, 2019


თანდათან კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდა ჩვენი საკითხავი ლიტერატურა. იზრდება ინტერესი ბერძნული მითოლოგიის მიმართ. გამოჩნდა სათავგადასავლო ლიტერატურაც.
















Friday, April 19, 2019



კლუბის ,,ციცინათელები'' წევრებმა გააკეთეს საკუთარი პორტფოლიოების პრეზენტაცია. ისაუბრეს მათთვის განსაკუთრებით საინტერესო მოთხრობებზე და მოაწყვეს სახალისო ვიქტორინა,რაც უკვე წაკითხულ და განხილულ ნაწარმოებებს შეეხებოდა.









Friday, April 5, 2019

ჩემი ,,ციცინათელები'' მთელი მონდომებით ემზადებოდნენ დღევანდელი შეხვედრისთვის. ჯგუფის წევრებმა თავად შეარჩიეს სცენარისტები,გაანაწილეს როლები,მოამზადეს აქსესუარები,შექმნეს მოსაწვევები და მიმიწვიეს. წინასწარ იყო ცნობილი შეფასების რუბრიკაც,რომლის საფუძველზედაც დაგეგმეს რა ნაბიჯები უნდა გადაედგათ ვიდრე მსმენელის და შემფასებელის წინაშე წარსდგებოდნენ. მას შემდეგ,რაც წარმოადგინეს ნამუშევრები,ისაუბრეს ჯგუფებში წამოჭრილ პრობლემებზე. ბოლოს კი თავად გამოარჩიეს გამარჯვებული ჯგუფი.










Saturday, March 30, 2019

თანდათან იხვეწება ჩემი ,,ციცინათელების'' გემოვნება. სხვადასხვა ჟანრის ლიტერატურას სიამოვნებით ეცნობიან და კლასის წინაშე პრეზენტაციებს აწყობენ: საუბრობენ რა მოეწონათ,რას შეცვლიდნენ და რატომ ურჩევენ მეგობრებს მის წაკითხვას. ისინი სკოლის ბიბლიოთეკის აქტიური მკითხველები გახდნენ.











Thursday, March 28, 2019

დღევანდელი მეცადინეობა სახალისო მათემატიკას მივუძღვენით. ჩვენი მიზნი იყო სწავლა თამაშით. მიზანს მივაღწიეთ კიდეც - ჩემი პატარები გაერთნენ და ამავე დროს სწრაფი და სწორი ანგარიშის უნარის განვითარებაზეც ვიზრუნეთ.









Tuesday, March 19, 2019


გაიმართა ქართული ენის წრის ,,ჩვენი ქართული - სიტყვაქარგული'' მორიგი შეხვედრა. დღევანდელი მეცადინეობა მიზნად ისახავდა  შესწავლილი მეტყველების ნაწილების პოვნას.  დიდი ხალისით ითამაშეს ,,იპოვე შენი სახლი''.