Tuesday, March 19, 2019


გაიმართა ქართული ენის წრის ,,ჩვენი ქართული - სიტყვაქარგული'' მორიგი შეხვედრა. დღევანდელი მეცადინეობა მიზნად ისახავდა  შესწავლილი მეტყველების ნაწილების პოვნას.  დიდი ხალისით ითამაშეს ,,იპოვე შენი სახლი''. 

Tuesday, February 26, 2019

            დღევანდელი წრის მუშაობის მიზანი სინონიმები და ანტონიმები იყო. შეხვედრის დასკვნით ეტაპზე ითამაშეს ,,სინონიმთა და ანტონიმთა წრე''.  ბოლოს კი  ძალიან საინტერესო დასკვნა გააკეთეს: ,, თუ ბევრ წიგნს წავიკითხავთ, ბევრი სიტყვა გვეცოდინება და აღარ გაგვიჭირდება თამაში''. იმედი მაქვს ეს ,,აღმოჩენა'' აისახება ჩემი პატარების დაინტერესებაზე  და მეტი მონდომებით შევუდგებით ლექსიკის დახვეწასა და გამდიდრებას.


Wednesday, February 20, 2019

     დღეს ციცინათელების კლუბში ძალიან საინტერესო პრეზენტაციები გვქონდა. ჩემი პატარები გაიზარდნენ და სერიოზული ლიტერატურის წაკითხვა და განხილვა დაიწყეს.





დავიწყეთ ოსკარ უაილდის შემოქმედების გაცნობა - წავიკითხეთ ,,ბედნიერი უფლისწული''. სევდიანმა ზღაპარმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ბავშვებზე და მე კი სიამოვნებით  ვიმოგზაურე ბავშვობაში...

Tuesday, February 19, 2019

დღევანდელი წრის მეცადინეობა გადატანის წესებსა და მათ პრაქტიკულ მნიშვნელობას მიეძღვნა.


Tuesday, February 5, 2019

ძალიან იხალისეს ჩემმა მეოთხეკლასელებმა წრის მეცადინეობაზე.


Wednesday, January 23, 2019


                ჩოხატაურის რაიონის აკდ.ნ.მარის სახელობის N1 საჯარო სკოლის დაწყებითი (I-IV) კლასების კათედრასთან არსებული მათემატიკის  წრის    ,,მათემატიკა რიცხვების გრამატიკაა’’           https://irmakychava.blogspot.com/
                             დ ა ხ ა ს ი ა თ ე ბ ა :
                    საწრეო მუშაობა გათვალისწინებულია III კლასის მოსწავლეთათვის,რომელიც წარიმართება 2019 წლის  15 იანვრიდან 11 ივნისის ჩათვლით. მეცადინეობა ჩატარდება მოსწავლეთა საჭიროებებიდან გამომდინარე კვირაში ორჯერ ორშაბათსა და ხუთშაბათს. მეექვსე გაკვეთილზე და მისი ხანგრძლივობა იქნება 45 წთ. შესაბამისად კურსი გაგრძელდება  40 აკადემიურ  საათს.
საწრეო მუშაობის მიზანია მოსწავლეებმა შეძლონ:
·         ნატურალური რიცხვების შეკრება-გამოკლება,შედარება სხვადასხვა ხერხის გამოყენებით;
·         გამრავლება-გაყოფა;
·         მონაცემთა შეგროვება და ანალიზი;
·         გეომეტრიული ფიგურების ამოცნობა - აღწერა;
·         საგანთა და ფიგურათა წრფივი ზომების და ობიექტთა შორის მანძილების მოძებნა;
·         მოტივირება, დაინტერესება და შესაბამისი პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება.
აქტივობების შერჩევისას გათვალისწინებული იქნება მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებები.
                                   საწრეო მუშაობის ხელმძღვანელი დაწყებითი კლსების წამყვანი
                                                                                                                პედაგოგი: ირმა კუჭავა
                                                                                                                2018-2019  სასწ. წელი  

              წრის   ,,მათემატიკა - რიცხვების გრამატიკა’’    შეხვედრების
                                              განრიგი

                              2018-2019  სასწ. წელი   II- სემესტრი
N
     თემა
 რიცხვი
2
ვკითხულობთ, გამოვსახავთ და ვადარებთ რიცხვებს.
24.01
3
ვასახელებთ უახლოე ათეულს,ოცეულს.
28.01
4
შევკრიბოთ სხვადასხვა ხერხით.
31.01-04.02
5
ვაკლებთ სხვადასვა ხერხით.
07.02- 11.02
6
ვპოულობთ შეკრებისა და გამოკლების უცნობ წევრს.
14.02- 18.02
7
ბრტყელი გეომეტრიული ფიგურების დასახელება,ამოცნობა,
ფიგურათა კლასიფიკაციის უარის განვითარება.

21.02- 25.02
8
სივრცული ფიგურების ამოცნობა,დასახელება,მათი ელემენტების გარჩევა.
28.02
9
პერიოდული მიმდევრობები და მათი შედარებები.
04.03
10
ვკითხულობთ და გამოვსახავთ რიცხვებს ათასამდე. ჩავწეროთ გაშლილი სახით.
07.03
11
ვადარებთ რიცხვებს და ვითვლით თანრიგების შესაბამისი ბიჟით.
11.03
12
მუშაობა ერთი და ორმოქმედებიანი ამოცანების ამოხსნაზე.
14.03
13
რიცხვების შეკრების სხვადასხვა ხერხი.
18.03-21.03
14
რიცხვების გამიკლების სხვადასხვა ხერხი.
25.03
15
ქვესმიწერით შეკრება და გამოკლება.
28.03
16
რიცხვითი გამოსახულების მნიშვნელობის პოვნა.
01.04 - 04.04
17
მრავალნიშნა რიცხვების შედარება.
04.04
18
შესაბამისობის მაგალითები და მისი გამოსახვა.
08.04
19
ტექსტიდან მონაცემთა ამიკრების უნარის განვითარება.
11.04
20
მონაცემთა შეგროვების სხვადასხვა ხერხის გამოყენების უნარის განვითარება.
15.04
21
რაიმე ნიშნის მიხედვით მონაცემთა დაჯგუფების უნარის განვითარება.
18.04 -25.04 
22
პიქტოგრამა და მონაცემთა წარმოდგენა ცხრილის სახით.
29.04
23
რიცხვების გამრავლება.
 02.05 – 06.05
24
რიცხვების  გაყოფა.
13.05 -16.05
25
2-ზე გამრავლება და გაყოფა.
20.05 -23.05
26
3-ზე გამრავლება და გაყოფა.
27.05 - 30.05
27
4-ზე გამრავლება და გაყოფა.
03.06
28
5-ზე გამრავლება და გაყოფა.
06.06
29
10-ზე გამრავლება.
10.06



Tuesday, January 22, 2019

საკლუბო მუშაობაში სიახლე გვაქვს: კლუბს შემოემატნენ მეოთხეკლასელი კითხვისმოყვარულები.ველოდებით საინტერესო პრეზენტაციებს.