Wednesday, November 21, 2018

            დღეს მორიგი შეხვედრა ჩავატარეთ. წავიკითხეთ ვ. გულეურის ,,ჩურჩხელები''. კლუბის წევრებმა ისაუბრეს საკუთარი გამოცდილების შესახებ;რა როლს ასრულებენ ოჯახში, როცა ბებო ჩურჩხელებს ავლებს.
          დღევანდელი დღე იმითაც იყო საინტერესო და გამორჩეული,რომ კლუბის წევრებმა გააკეთეს ერთი კვირის განმავლობაში წაკითხული კლასგარეშე ლიტერატურის პრეზენტაცია. პრეზენტატორები საუბრობდნენ თუ რა მოეწონათ, რას შეც

  ვლიდნენ წაკითხულში და ასაბუთებდნენ იმასაც,რატომაა საჭირო ამ მოთხრობების წაკითხვა.

Wednesday, November 7, 2018

ორი საგაკვეთილო საათი დაეთმო ი.გოგებაშვილის საინფორმაციო ტექსტის,,ფუტკარი'' გაცნობას.ისაუბრეს ფუტკარზე,როგორც ყველაზე მეტად სასარგებლო მწერზე. იმუშავეს მაორგანიზებელ სქემაზე ,,ვიცი,გავიგე,მინდა გავიგო''.ნახეს ვიდეო რესურსები.


Wednesday, October 24, 2018


        პედაგოგთა გარკვეული ნაწილი მიიჩნევს,რომ კლუბში მუშაობა ნაადრევია დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის; უმჯობესია ვიმუშაოთ კითხვის ტექნიკის დახვეწაზე.
         მე კი მიმაჩნია,რომ სწორედ დაწყებითი კლასიდან,კერძოდ მესამე კლასიდან, უპრიანია რომ ბავშვებს შევაყვაროთ  წიგნი და უშუალოდ კითხვის პროცესი;გავაცნოთ განსხვავებული ჟანრის ლიტერატურა; დაეუფლონ დებატების კულტურას და ეს ყველაფერი მოხდეს საინტერესოდ და სახალისოდ.
       დაწყებით კლასებში წიგნის პოპულარიზაცისთვის დაფუძნებული კლუბები კარგა ხანია აპრობირებული და ექსპერტების მიერ წახალისებული და მოწონებულია ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჩვენს ქვეყანაში კი პოპულარიზაციას უწევს საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი G-PRIED. დეტალური ინფორმაციისთვის დაინტერესებულ პირებს შეუძლია ეწვიოს ვებპორტალს: www.kargiskola.ge
 
                                                       ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლის პედაგოგი
                                                       კლუბის ,,ციცინათელები’’ ხელმძღვანელი:ი. კუჭავა

შედგა კლუბის ,,ციცინათელები'' მორიგი სამუშაო შეხვედრა. კლუბის წევრებმა ისაუბრეს  პიესის სტრუქტურაზე.  როლების განაწილების შემდეგ  წაიკითხეს ,, შურდულა''. შემდეგ კი ჯგუფებში შექმნეს კომიქსები და გააკეთეს პრეზენტაციები.





Wednesday, October 17, 2018

კლუბის ,,ციცინათელები'' წევრები დიდი ინტერესით შეუდგნენ  მუშაობას. გაეცნენ მხატვრულ ტექსტს,,ფოტოაპარატი''. ისაუბრეს ფოტოაპარატის  დანიშნულებაზე და თავადაც გადაიღეს ორიგინალური ფოტოები. აქვე გაჩნდა იდეა,რომ შექმნან ელექტრონული ჟურნალი,სადაც გამოაქვეყნებენ ფოტოებს.

Sunday, October 14, 2018


                       კლუბში  გაწევრიანების
          მსურველთა  განაცხადის ფორმა

სახელი, გვარი ...........................................................................
სკოლა ........................................................................................
კლასი ..................................................................................................
საკონტაქტო ინფორმაცია
(მისამართი, ტელეფონი)...........................................................
ჩემი ინტერესები .......................................................................
რატომ მინდა გავხდე კლუბის წევრი,რა მოლოდინები მაქვს
კლუბის მუშაობასთან დაკავშირებით.....................................
..............................................................................................................
..............................................................................................................


სურვილი მაქვს გავხდე კლუბის წევრი . გთხოვთ, ჩამრიცხოთ კლუბში ,, ციცინათელები''
თარიღი : ........................................................................






                         კლუბის ,, ციცინათელები’’ სამუშაო     გეგმა
                                         I - სემესტრი

                       თემა
         რიცხვი
    რესურსი
1
ფოტოაპარატი -ხ.კალატოზიშვილი( მხ.)
26.09
წიგნი;
დაფა;
ფოტოაპარატი.
2
შურდულა - ნ.ფურცელაძე(პიესა)
03.10
ინდივიდუალურად სალკითხავი ტექსტი
3
ფუტკარი - ი.გოგებაშვილი(საინფ.)
10.10
ფოტო და ვიდეო რესურსები
4
ჩურჩხელები -ვ.გულეური(მხ.)
17.10
დურცლები,ფერადი ფანქრები
5
დაკარგული პაიკი - პ.პაპავა(მხ.)
24.10
დაფა,მარკერი ფლიფჩარტი
6
უკუღმა ბიჭი -ნ.სურმავა(მხ.)
31.10
ფერადი ფურცლები,თაბახის ფურცლები მაკრატელი წებო
7
ჭიანჭველები - ი.გოგებაშვილი(საინფ.)
07.11
ფოტო და ვიდეო მასალა
8
ფერები - პ.პაპავა(მხ.)
14.11
თაბახის ფურცლები და ფანქრები
9
იოთამ ზედგინიძე -ი.გოგებაშვილი.
21.11
ინდივიდუალურად სალკითხავი ტექსტი
10
თებრო -რ.ინანიშვილი(მხ)
28.11
დაფა,ცარცი
11
ვაშლის ხე და ბიჭი-შელ სილვერსტაინი(ზღაპარი)
05.12
მარკერი,ფლიფჩარტი,თაბახის
ფურცლები,ფერადი ფანქრები.
12
მუხა - რ.ინანიშვილი
12.12
დაფა,ცარცი
13
პატარა უფლისწული-ანტუან დე სენტ–ეგზიუპერი
19.12
წიგნი
14
თავდადებული ღვდელი თევდორე
26.12
ინდივიდუალურად საკითხავი ტექსტი