Wednesday, October 24, 2018


        პედაგოგთა გარკვეული ნაწილი მიიჩნევს,რომ კლუბში მუშაობა ნაადრევია დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის; უმჯობესია ვიმუშაოთ კითხვის ტექნიკის დახვეწაზე.
         მე კი მიმაჩნია,რომ სწორედ დაწყებითი კლასიდან,კერძოდ მესამე კლასიდან, უპრიანია რომ ბავშვებს შევაყვაროთ  წიგნი და უშუალოდ კითხვის პროცესი;გავაცნოთ განსხვავებული ჟანრის ლიტერატურა; დაეუფლონ დებატების კულტურას და ეს ყველაფერი მოხდეს საინტერესოდ და სახალისოდ.
       დაწყებით კლასებში წიგნის პოპულარიზაცისთვის დაფუძნებული კლუბები კარგა ხანია აპრობირებული და ექსპერტების მიერ წახალისებული და მოწონებულია ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჩვენს ქვეყანაში კი პოპულარიზაციას უწევს საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი G-PRIED. დეტალური ინფორმაციისთვის დაინტერესებულ პირებს შეუძლია ეწვიოს ვებპორტალს: www.kargiskola.ge
 
                                                       ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლის პედაგოგი
                                                       კლუბის ,,ციცინათელები’’ ხელმძღვანელი:ი. კუჭავა

No comments:

Post a Comment