Sunday, October 14, 2018


    ჩოხატაურის რაიონის აკდ.ნ.მარის სახელობის N1 საჯარო სკოლის
დაწყებითი (I-IV) კლასების კათედრასთან არსებული წიგნისმოყვარულთა კლუბის ,,ციცინათელები’’
                          წ ე ს დ ე ბ ა

     მუხლი 1. დებულებით რეგულირებული ურთიერთობები
          დებულება განსაზღვრავს კლუბ ,,ციცინათელების'' ძირითად პრინციპებს, საქმიანობის მიმართულებებს, კლუბის ხელმძღვანელის, წევრის უფლება-მოვალეობებს.
მუხლი2. მკითხველთა კლუბის მიზნები და ამოცანები
კლუბის მიზანი :

·         წევრებმა ხშირად იკითხონ ასაკის შესაბამისი განსხვავებული ჟანრის ლიტერატურა;
·         ერთმანეთს გაუზიარონ მოლოდინები,აზრები,შთაბეჭდილებები;
·         კითხვა ჩვევაში გადავიდეს;
·         წაკითხული სიღრმისეულად გაიაზრონ,იმსჯელონ,შეაფასონ;
·         ჩამოუყალიბდეთ დისკუსიისა და შემოქმედებითი აზროვნების, საკუთარი აზრის წერილობითი გადმოცემის უნარების განვითარება.
მუხლი 3. კლუბის ფუნქციები:
Ø  . განსხვავებული ჟანრის  წერილობითი ნაწარმოებების  წაკითხვა;
Ø   მოცემული ინფორმაციის გაგება- გააზრება;
Ø  სხვადასხვა აქტივობის დაგაგმვა-განხორცელება;
Ø  შეხვედრების, წაკითხული ლიტერატურის განხილვების ორგანიზება.


განსახორციელებელი აქტივობები:
  • ,,იდუმალი ყუთი’’ - მიზანი : ზეპირმეტყველების, ლოგიკური აზროვნების, შემოქმედებით, არგუმენტირებული მსჯელობის, ამა თუ იმ ნივთის ფუნქციური დანიშნულების  ახსნის უნარის განვითარება;
  • ,, დავხატოთ-აღვწეროთ-დავწეროთ’’ - მიზანი : წერითი   და ზეპირიმეტყველების, შემოქმედებითი და კიხვის უნარის, ტექსტის ანალიზისა და დეტალებზე კონცენტრირების უნარ-ჩვევების გამომუშავება.
  • ,,თხრობა სხვადასხვა ინტერპრეტაციით,, - მიზანი:  გამოუმუშავდეთ  ნაწარმოების მოკლე შინაარსის, დეტალური თხრობისა და კონკრეტული ეპიზოდის თხრობის უნარი.
  • სინონიმთა და ანტონიმთა წრე - მიზანი: ყურადღების კონცენტრაციის ინარის განვითარება და ლექსიკური მარაგის გამდიდრება.
  • დიორამა -მიზანი:მიზანი: ტექსტის შინაარსის საფუძვლიანი გაგება.
  • გაყინული ეპიზოდი - მიზანი: პერსონაჟის ხასიათისა და დრძნობების გადმოცემა ჟესტებითა და მიმიკით.
  • აფიშა- მიზანი: შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარება.
  • საინფორმაციო ტექსტების გაგება-გააზრება.
  • ,,სიტყვების აწყობა’’-მიზანი: სიტყვის დეკოდირებისა და გაანალიზების უნარის გამომუშავება; ფონოლოგიური უნარების განვითარება-დახვეწა.
  • ზღაპრის ჩარჩო - მიზანი: წერითი მეტყველების განვითარება და მოსწავლეთა თვითგამოხატვის ხელშეწყობა.
  • კითხვის შემდეგი მეთოდები:კითხვის მატარებელი,ფრაზებად კითხვა, კითხვა წყვილებში,გამეორებითი კითხვა,ხმამაღლა კითხვა შეცდომებით,მკითხველთა თეატრი,სიმღერის ტექსტის კითხვა,კითხვა უცნაური ხმებით, სუპერსიჩქარე,მოსწავლეთა აუდიოჩანაწერების მოსმენა და განხილვა.
ტექსტის გაგება-გააზრების აქტივობები: პირველი სტრიქონები,მოლოდინების გზამკვლევი,პერსონაჟის რუკა, მოზაიკა,ოთხი კუთხე,5 კითხვა,დაფიქრდი-დაწყვილდი-გაუზიარე,შეჯამების ბურთი, ტექსტი ამბობს-მე ვფიქრობ-ამიტომაც, ხუთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ,თოვლის გუნდები,კომიქსი.

მუხლი 4. კლუბის წევრი
v  წევრობა არის ნებაყოფლობითია;
v  კლუბის წევრი შეიძლება გახდეს მოსწავლე,რომელიც გამოთქვამს გაწევრიანების სურვილს.
v  ისარგებლოს მკითხველთა კლუბის ყველა რესურსით.


მუხლი 5. კლუბის ხელმძღვანელი
,,ციცინათელებს'' ხელმძღვანელობს დაწყებით კლასების პედაგოგი რომელიც წარმოადგენს განაცხადსა და სამოქმედო გეგმას.გამოხატავს ინიციატივას,წარმართავს საკლუბო  მუშაობას.

კლუბის სამუშაო პერიოდი
o   კლუბი იმუშავებს 2018-2019 სასწავლ წელს.
o   კლუბი იფუნქციონირებს კვირაში ერთხელ,საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ.

                                 კლუბ ,,ციცინათელების ,, ორგანიზატორი და ხელმძღვანელი
                                 დაწყებითი კლასების პედაგოგი:ირმა კუჭავა







No comments:

Post a Comment