ჩოხატაურის
რაიონის აკდ.ნ.მარის სახელობის N1 საჯარო სკოლის
დაწყებითი (I-IV) კლასების კათედრასთან
არსებული წიგნისმოყვარულთა კლუბის ,,ციცინათელები’’
წ ე ს დ ე ბ ა
მუხლი 1. დებულებით რეგულირებული ურთიერთობები
დებულება განსაზღვრავს კლუბ
,,ციცინათელების'' ძირითად პრინციპებს, საქმიანობის მიმართულებებს, კლუბის ხელმძღვანელის, წევრის უფლება-მოვალეობებს.
მუხლი2. მკითხველთა კლუბის მიზნები და ამოცანები
კლუბის მიზანი :
·
წევრებმა
ხშირად იკითხონ ასაკის შესაბამისი განსხვავებული ჟანრის ლიტერატურა;
·
ერთმანეთს
გაუზიარონ მოლოდინები,აზრები,შთაბეჭდილებები;
·
კითხვა
ჩვევაში გადავიდეს;
·
წაკითხული
სიღრმისეულად გაიაზრონ,იმსჯელონ,შეაფასონ;
·
ჩამოუყალიბდეთ
დისკუსიისა და შემოქმედებითი აზროვნების, საკუთარი აზრის წერილობითი გადმოცემის უნარების განვითარება.
მუხლი 3. კლუბის ფუნქციები:
Ø
. განსხვავებული
ჟანრის წერილობითი ნაწარმოებების წაკითხვა;
Ø
მოცემული ინფორმაციის გაგება- გააზრება;
Ø
სხვადასხვა აქტივობის დაგაგმვა-განხორცელება;
Ø
შეხვედრების, წაკითხული ლიტერატურის განხილვების ორგანიზება.
განსახორციელებელი
აქტივობები:
- ,,იდუმალი ყუთი’’ - მიზანი : ზეპირმეტყველების, ლოგიკური აზროვნების,
შემოქმედებით, არგუმენტირებული მსჯელობის, ამა თუ იმ ნივთის ფუნქციური დანიშნულების ახსნის უნარის განვითარება;
- ,, დავხატოთ-აღვწეროთ-დავწეროთ’’ - მიზანი :
წერითი და ზეპირიმეტყველების, შემოქმედებითი
და კიხვის უნარის, ტექსტის ანალიზისა და დეტალებზე კონცენტრირების უნარ-ჩვევების
გამომუშავება.
- ,,თხრობა სხვადასხვა ინტერპრეტაციით,, - მიზანი:
გამოუმუშავდეთ ნაწარმოების მოკლე
შინაარსის, დეტალური თხრობისა და კონკრეტული ეპიზოდის თხრობის უნარი.
- სინონიმთა და ანტონიმთა წრე -
მიზანი: ყურადღების კონცენტრაციის ინარის განვითარება და
ლექსიკური მარაგის გამდიდრება.
- დიორამა -მიზანი:მიზანი: ტექსტის შინაარსის საფუძვლიანი გაგება.
- გაყინული ეპიზოდი - მიზანი: პერსონაჟის ხასიათისა და დრძნობების გადმოცემა
ჟესტებითა და მიმიკით.
- აფიშა- მიზანი: შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარება.
- საინფორმაციო ტექსტების გაგება-გააზრება.
- ,,სიტყვების აწყობა’’-მიზანი: სიტყვის დეკოდირებისა და გაანალიზების
უნარის გამომუშავება; ფონოლოგიური უნარების განვითარება-დახვეწა.
- ზღაპრის ჩარჩო - მიზანი: წერითი მეტყველების განვითარება და მოსწავლეთა
თვითგამოხატვის ხელშეწყობა.
- კითხვის შემდეგი მეთოდები:კითხვის მატარებელი,ფრაზებად კითხვა, კითხვა წყვილებში,გამეორებითი
კითხვა,ხმამაღლა კითხვა შეცდომებით,მკითხველთა თეატრი,სიმღერის ტექსტის კითხვა,კითხვა
უცნაური ხმებით, სუპერსიჩქარე,მოსწავლეთა აუდიოჩანაწერების მოსმენა და განხილვა.
ტექსტის გაგება-გააზრების აქტივობები: პირველი სტრიქონები,მოლოდინების
გზამკვლევი,პერსონაჟის რუკა, მოზაიკა,ოთხი კუთხე,5 კითხვა,დაფიქრდი-დაწყვილდი-გაუზიარე,შეჯამების
ბურთი, ტექსტი ამბობს-მე ვფიქრობ-ამიტომაც, ხუთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ,თოვლის
გუნდები,კომიქსი.
მუხლი 4. კლუბის წევრი
v
წევრობა არის ნებაყოფლობითია;
v
კლუბის წევრი შეიძლება გახდეს მოსწავლე,რომელიც გამოთქვამს გაწევრიანების სურვილს.
v ისარგებლოს მკითხველთა კლუბის ყველა რესურსით.
მუხლი 5. კლუბის ხელმძღვანელი
,,ციცინათელებს'' ხელმძღვანელობს დაწყებით კლასების პედაგოგი რომელიც წარმოადგენს განაცხადსა და სამოქმედო გეგმას.გამოხატავს ინიციატივას,წარმართავს საკლუბო
მუშაობას.
კლუბის სამუშაო პერიოდი
o
კლუბი იმუშავებს 2018-2019 სასწავლო წელს.
o
კლუბი იფუნქციონირებს კვირაში ერთხელ,საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ.
კლუბ
,,ციცინათელების ,, ორგანიზატორი და ხელმძღვანელი
დაწყებითი
კლასების პედაგოგი:ირმა კუჭავა