Wednesday, January 2, 2019



წრის ,,ჩვენი  ქართული - სიტყვაქარგული'' შეხვედრების განრიგი
                                   2019 სასწ.წელი
     
N
თემა
რიცხვი
რესურსი
1
საწრეო მუშაობის მიზნის გაცნობა;
მარცვალი , სიტყვა, წინადადება.
,,მხიარული ბანქო’’.
22.01
დაფა
ცარცი;
ფერადი ბარათები.
2
თხრობითი, კითხვითი და ბრძანებითი წინადადება.
22.01
სამუშაო რვეულები;
დაფა;
ცარცი.
3


        სიტყვის გადატანა.


29.01
სამუშაო რვეულები;
წყვილებში სამუშაო ტექსტები შეცდომებით გადატანილი სიტყვებით.
4


         სიტყვის გადატანა.


05.02
სამუშაო რვეულები;
წყვილებში სამუშაო ტექსტები შეცდომებით გადატანილი სიტყვებით.
5
სინონიმები და ანტონიმები.
12.02
ინდივიდუალური ტესტები.
6
ქართული სიტყვის ოსტატების აუდიო მასალის მოსმენა და მუშაობა ტექსტის -ლექსის-მხატვრულად წაკითხვაში.

ენის გასატეხების სწორად და სწრაფად კითხვა.


19.02

აუდიო მასალა;


ინდივიდუალურად საკითხავი ენის გასატეხები.
7
მუშაობა მხატვრული ტექსტის შექმნაზე მოთხრობის რუკის გამოყენებით.

ტექსტის აღდგენა - ,,დაკარგული სიტყვები’’


                 26.02




ინდივიდუალური ტესტები.
8
არსებითი სახელი.
არსებითი სახელის ბრუნება.
05.03
დაფა;
სამუშაო რვეულები.
9
ზმნა.
ზმნის უღლება.
12.03
დაფა;
სამუშაო რვეულები.
10
ზედსართავი სახელი
19.03
წყვილებისთვის
სამუშაო ტესტები.
11
მხატვრული ტექსტის შექმნა სიტყვის პირამიდის გამოყენებით.

         რ ა ფ თ
26.03

სამუშაო რვეულები.
12
რიცხვითი სახელი.
02.04
დაფა;
ცარცი;
სამუშაო რვეულები.
13
შესწავლილი მეტყველების ნაწილების პოვნა.
,,იპოვე შენი სახლი’’.

09.04
დაფა; ცარცი;
ბარათები.
14
მარტივი დარგობრივი საინფორმაციო ტექსტის შექმნა
16.04
თაბახის ფურცლები; ფლიპჩარტი.
15
საინფორმაციო ტექსტის გაგება-გააზრება.
23.04
ინდივიდუალურად სამუშაო ტესტები.
16
რიცხვითი სახელი და მასთან დაკავშირებული მართლწერის საკითხები.
04.05
დაფა;
ცარცი;
სამუშაო რვეულები.
17
  გაპიროვნება

მცირე ზომის მხატვრული ტექსტის შექმნა - დავხატოთ-აღვწეროთ-დავწეროთ;


14.05


ფერადი ფანქრები;
თაბახის ფურცლები.
18
მუშაობა ლოგიკური აზროვნების უნარის განვითარებაზე.
21.05
ინდივიდუალური ტესტები.
19
მუშაობა ლექსიკური მარაგის გამდიდრებაზე.
28.05
ინდივიდუალური ტესტები.
20
მიმართვა და მასთან დაკავშირებული მართლწერის საკითხები.
04.06
სამუშაო რვეულები;
დაფა;ცარცი.
21
კუმშვა , კვეცა.

მხატვრული ტექსტის გაგება-გააზტება.

11.06
დაფა;
ცარცი;
ინდივიდუალური ტესტები.



ჩოხატაურის რაიონის აკდ.ნ.მარის სახელობის N1 საჯარო სკოლის
დაწყებითი (I-IV) კლასების კათედრასთან არსებული წრის    ,,ჩვენი ქართული - სიტყვაქარგული’’  https://irmakychava.blogspot.com/
                             დ ა ხ ა ს ი ა თ ე ბ ა :
       საწრეო მუშაობა გათვალისწინებულია მე-4 კლასის მოსწავლეთათვის,რომელიც წარიმართება 2019 წლის  15 იანვრიდან 11 ივნისის ჩათვლით. მეცადინეობა ჩატარდება ყოველი კვირის სამშაბათ დღეს მეექვსე გაკვეთილზე და მისი ხანგრძლივობა იქნება 45 წთ. შესაბამისად კურსი გაგრძელდება  21 აკადემიურ  საათს.
      საწრეო მუშაობის მიზანია: ესგ-ის მიხედვით  შესწავლილი თეორიული მასალის პრაქტიკულად გამოყენება წერითი და ზეპირი მეტყველების დროს; სწორი და დახვეწილი მეტყველების უნარის განვითარება; ლექსიკური მარაგის გამდიდრება; მარცვალი, სიტყვა ,წინადადება;მეტყველების ნაწილები;  რიცხვითი სახელი და მასთან დაკავშირებული მართლწერის საკითხები; სიტყვის გადატანა; მრავლის აღმნიშვნელი სიტვები და მასთან დაკავშირებული მართლწერის საკითხები; სინონიმები და ანტონიმები; არსებითი სახელის ბრუნება; ზმნის უღლება; ნაცვალსახელი; კუმშვა; კვეცა; მიმართვა; გაპიროვნება; მხატვრული და საინფორმაციო ტექსტების გაგება-გააზრება; ლოგიკური აზროვნების, წერითი მეტყველებისა და სოციალური უნარების განვითარება.
გამოყენებული მეთოდები:
·         სინონიმთა და ანტონიმთა წრე;
·         იპოვე შენი სახლი;
·         მხიარული ბანქო;
·         ამოხსენი კროსვორდი;
·         დაკარგული სიტყვები;
·         ,,დავხატოთ- აღვწეროთ- დავწეროთ.’’
·         სიტყვების აწყობა;
·         რ ა ფ თ
                                   საწრეო მუშაობის ხელმძღვანელი დაწყებითი კლსების წამყვანი
                                                                                                                პეაგოგი: ირმა კუჭავა
                                                                                                                2018-2019  სასწ. წელი  


No comments:

Post a Comment