Wednesday, January 2, 2019



წრის ,,ჩვენი  ქართული - სიტყვაქარგული'' შეხვედრების განრიგი
                                   2019 სასწ.წელი
     
N
თემა
რიცხვი
რესურსი
1
საწრეო მუშაობის მიზნის გაცნობა;
მარცვალი , სიტყვა, წინადადება.
,,მხიარული ბანქო’’.
22.01
დაფა
ცარცი;
ფერადი ბარათები.
2
თხრობითი, კითხვითი და ბრძანებითი წინადადება.
22.01
სამუშაო რვეულები;
დაფა;
ცარცი.
3


        სიტყვის გადატანა.


29.01
სამუშაო რვეულები;
წყვილებში სამუშაო ტექსტები შეცდომებით გადატანილი სიტყვებით.
4


         სიტყვის გადატანა.


05.02
სამუშაო რვეულები;
წყვილებში სამუშაო ტექსტები შეცდომებით გადატანილი სიტყვებით.
5
სინონიმები და ანტონიმები.
12.02
ინდივიდუალური ტესტები.
6
ქართული სიტყვის ოსტატების აუდიო მასალის მოსმენა და მუშაობა ტექსტის -ლექსის-მხატვრულად წაკითხვაში.

ენის გასატეხების სწორად და სწრაფად კითხვა.


19.02

აუდიო მასალა;


ინდივიდუალურად საკითხავი ენის გასატეხები.
7
მუშაობა მხატვრული ტექსტის შექმნაზე მოთხრობის რუკის გამოყენებით.

ტექსტის აღდგენა - ,,დაკარგული სიტყვები’’


                 26.02




ინდივიდუალური ტესტები.
8
არსებითი სახელი.
არსებითი სახელის ბრუნება.
05.03
დაფა;
სამუშაო რვეულები.
9
ზმნა.
ზმნის უღლება.
12.03
დაფა;
სამუშაო რვეულები.
10
ზედსართავი სახელი
19.03
წყვილებისთვის
სამუშაო ტესტები.
11
მხატვრული ტექსტის შექმნა სიტყვის პირამიდის გამოყენებით.

         რ ა ფ თ
26.03

სამუშაო რვეულები.
12
რიცხვითი სახელი.
02.04
დაფა;
ცარცი;
სამუშაო რვეულები.
13
შესწავლილი მეტყველების ნაწილების პოვნა.
,,იპოვე შენი სახლი’’.

09.04
დაფა; ცარცი;
ბარათები.
14
მარტივი დარგობრივი საინფორმაციო ტექსტის შექმნა
16.04
თაბახის ფურცლები; ფლიპჩარტი.
15
საინფორმაციო ტექსტის გაგება-გააზრება.
23.04
ინდივიდუალურად სამუშაო ტესტები.
16
რიცხვითი სახელი და მასთან დაკავშირებული მართლწერის საკითხები.
04.05
დაფა;
ცარცი;
სამუშაო რვეულები.
17
  გაპიროვნება

მცირე ზომის მხატვრული ტექსტის შექმნა - დავხატოთ-აღვწეროთ-დავწეროთ;


14.05


ფერადი ფანქრები;
თაბახის ფურცლები.
18
მუშაობა ლოგიკური აზროვნების უნარის განვითარებაზე.
21.05
ინდივიდუალური ტესტები.
19
მუშაობა ლექსიკური მარაგის გამდიდრებაზე.
28.05
ინდივიდუალური ტესტები.
20
მიმართვა და მასთან დაკავშირებული მართლწერის საკითხები.
04.06
სამუშაო რვეულები;
დაფა;ცარცი.
21
კუმშვა , კვეცა.

მხატვრული ტექსტის გაგება-გააზტება.

11.06
დაფა;
ცარცი;
ინდივიდუალური ტესტები.



ჩოხატაურის რაიონის აკდ.ნ.მარის სახელობის N1 საჯარო სკოლის
დაწყებითი (I-IV) კლასების კათედრასთან არსებული წრის    ,,ჩვენი ქართული - სიტყვაქარგული’’  https://irmakychava.blogspot.com/
                             დ ა ხ ა ს ი ა თ ე ბ ა :
       საწრეო მუშაობა გათვალისწინებულია მე-4 კლასის მოსწავლეთათვის,რომელიც წარიმართება 2019 წლის  15 იანვრიდან 11 ივნისის ჩათვლით. მეცადინეობა ჩატარდება ყოველი კვირის სამშაბათ დღეს მეექვსე გაკვეთილზე და მისი ხანგრძლივობა იქნება 45 წთ. შესაბამისად კურსი გაგრძელდება  21 აკადემიურ  საათს.
      საწრეო მუშაობის მიზანია: ესგ-ის მიხედვით  შესწავლილი თეორიული მასალის პრაქტიკულად გამოყენება წერითი და ზეპირი მეტყველების დროს; სწორი და დახვეწილი მეტყველების უნარის განვითარება; ლექსიკური მარაგის გამდიდრება; მარცვალი, სიტყვა ,წინადადება;მეტყველების ნაწილები;  რიცხვითი სახელი და მასთან დაკავშირებული მართლწერის საკითხები; სიტყვის გადატანა; მრავლის აღმნიშვნელი სიტვები და მასთან დაკავშირებული მართლწერის საკითხები; სინონიმები და ანტონიმები; არსებითი სახელის ბრუნება; ზმნის უღლება; ნაცვალსახელი; კუმშვა; კვეცა; მიმართვა; გაპიროვნება; მხატვრული და საინფორმაციო ტექსტების გაგება-გააზრება; ლოგიკური აზროვნების, წერითი მეტყველებისა და სოციალური უნარების განვითარება.
გამოყენებული მეთოდები:
·         სინონიმთა და ანტონიმთა წრე;
·         იპოვე შენი სახლი;
·         მხიარული ბანქო;
·         ამოხსენი კროსვორდი;
·         დაკარგული სიტყვები;
·         ,,დავხატოთ- აღვწეროთ- დავწეროთ.’’
·         სიტყვების აწყობა;
·         რ ა ფ თ
                                   საწრეო მუშაობის ხელმძღვანელი დაწყებითი კლსების წამყვანი
                                                                                                                პეაგოგი: ირმა კუჭავა
                                                                                                                2018-2019  სასწ. წელი  


Wednesday, December 12, 2018

        დღეს წავიკითხეთ და განვიხილეთ სურმავას ,,უკუღმა ბიჭი''. კლუბის წევრებმა ისაუბრეს მოსმენილის შესახებ, ზოგმა შეიცნო კიდეც  თავი და მოიყვანეს საკუთარი გამოცდილებიდან მაგალითებიც. რაც მთავარია ამოიცნეს მოთხრობაში არსებული პრობლემა და ისაუბრეს მისი დაძლევის გზებზეც.
         მოიტანეს ერთი კვირის განმავლობაში წაკითხული ნაწარმოებებიდან ამონარიდები და ნახატები. უნდა აღინიშნოს,რომ რაც დრო გადის,მით უფრო მეტად საინტერესო და მრავალფეროვანი ხდება პატარა პრეზენტატორების პრეზენტაციები.

Wednesday, December 5, 2018

დღევანდელი დღე გამორჩეული იყო როგორც საუკეთესო პრეზენტატორების სიმრავლით,ისე საპრეზენტაციო მასალის მრავალფეროვნებით. კლუბის წევრებმა ერთმანეთს გაუზიარეს ერთი კვირის მანძილზე წაკითხული მხატვრული და საინფორმაციო ტექსტების შესახებ შთაბეჭდილებები.მისასალმებელია ისიც,რომ იმატა სასკოლო ბიბლიოთეკით მოსარგებლე მოსწავლეთა რაოდენობამ.
















Wednesday, November 21, 2018

            დღეს მორიგი შეხვედრა ჩავატარეთ. წავიკითხეთ ვ. გულეურის ,,ჩურჩხელები''. კლუბის წევრებმა ისაუბრეს საკუთარი გამოცდილების შესახებ;რა როლს ასრულებენ ოჯახში, როცა ბებო ჩურჩხელებს ავლებს.
          დღევანდელი დღე იმითაც იყო საინტერესო და გამორჩეული,რომ კლუბის წევრებმა გააკეთეს ერთი კვირის განმავლობაში წაკითხული კლასგარეშე ლიტერატურის პრეზენტაცია. პრეზენტატორები საუბრობდნენ თუ რა მოეწონათ, რას შეც

  ვლიდნენ წაკითხულში და ასაბუთებდნენ იმასაც,რატომაა საჭირო ამ მოთხრობების წაკითხვა.

Wednesday, November 7, 2018

ორი საგაკვეთილო საათი დაეთმო ი.გოგებაშვილის საინფორმაციო ტექსტის,,ფუტკარი'' გაცნობას.ისაუბრეს ფუტკარზე,როგორც ყველაზე მეტად სასარგებლო მწერზე. იმუშავეს მაორგანიზებელ სქემაზე ,,ვიცი,გავიგე,მინდა გავიგო''.ნახეს ვიდეო რესურსები.


Wednesday, October 24, 2018


        პედაგოგთა გარკვეული ნაწილი მიიჩნევს,რომ კლუბში მუშაობა ნაადრევია დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის; უმჯობესია ვიმუშაოთ კითხვის ტექნიკის დახვეწაზე.
         მე კი მიმაჩნია,რომ სწორედ დაწყებითი კლასიდან,კერძოდ მესამე კლასიდან, უპრიანია რომ ბავშვებს შევაყვაროთ  წიგნი და უშუალოდ კითხვის პროცესი;გავაცნოთ განსხვავებული ჟანრის ლიტერატურა; დაეუფლონ დებატების კულტურას და ეს ყველაფერი მოხდეს საინტერესოდ და სახალისოდ.
       დაწყებით კლასებში წიგნის პოპულარიზაცისთვის დაფუძნებული კლუბები კარგა ხანია აპრობირებული და ექსპერტების მიერ წახალისებული და მოწონებულია ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჩვენს ქვეყანაში კი პოპულარიზაციას უწევს საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი G-PRIED. დეტალური ინფორმაციისთვის დაინტერესებულ პირებს შეუძლია ეწვიოს ვებპორტალს: www.kargiskola.ge
 
                                                       ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლის პედაგოგი
                                                       კლუბის ,,ციცინათელები’’ ხელმძღვანელი:ი. კუჭავა

შედგა კლუბის ,,ციცინათელები'' მორიგი სამუშაო შეხვედრა. კლუბის წევრებმა ისაუბრეს  პიესის სტრუქტურაზე.  როლების განაწილების შემდეგ  წაიკითხეს ,, შურდულა''. შემდეგ კი ჯგუფებში შექმნეს კომიქსები და გააკეთეს პრეზენტაციები.